პირველად მსოფლიოში, თიბისიმ და Armswissbank-მა საერთაშორისო ფაქტორინგული ტრანზაქციები განახორციელეს
პირველად მსოფლიოში, EBRD-ის გარანტიების მხარდაჭერით, თიბისიმ და Armswissbank-მა, FCI-ის ფაქტორინგული პლატფორმის საშუალებით, საერთაშორისო ტრანზაქციები განახორციელეს. აღნიშნული ტრანზაქციები, საკონდიტრო ნაწარმის ადგილობრივი წარმოების მიზნით, საქართველოდან სომხეთში საკვები პროდუქტების ექსპორტს უზრუნველყოფს.
ორივე ბანკი FCI-ის — ფაქტორინგის ინდუსტრიის გლობალური წარმომადგენლობითი ორგანოს წევრია.
"ფაქტორინგი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ქვეყნების ეკონომიკის წინსვლისთვის და ის რეგიონში სულ უფრო აქტუალური ხდება EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის დახმარებით. შედეგად, ბევრ ადგილობრივ ბანკს შევუწყეთ ხელი მცირე ბიზნესის განვითარებაში. მოხარული ვართ FCI-ის წევრებთან — თიბისისთან და Armswissbank-თან პარტნიორობით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საერთაშორისო ფაქტორინგულ ტრანზაქციებს ვუჭერთ მხარს, რომლებიც FCI-ის საერთაშორისო ფაქტორინგის პლატფორმის საშუალებით განხორციელდა", — ალექსანდრე საველიევი, EBRD-ის დირექტორი, სპეციალიზებული ფინანსური სერვისებისა და ვაჭრობის დაფინანსებისათვის.
"განხორციელებული ტრანზაქცია EBRD-ისთან და FCI-ისთან ჩვენი მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობის კიდევ ერთი შედეგია. აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას — ექსპორტის ხელშეწყობასა და რეგიონის მასშტაბით, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აერთიანებს. გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ სომეხი პარტნიორების მიმართ ნდობისა და თანამშრომლობისთვის. ფაქტორინგის მიმართულებით, როგორც ქვეყნის ბაზრის ლიდერი და ყველაზე მსხვილი კაპიტალის მქონე ბანკი, განვაგრძობთ ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერასა და განხორციელებას", — თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის დაფინანსებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის უფროსი.
"სომხეთში FCI-ის ერთადერთი წევრი Armswissbank, ლიდერია ფაქტორინგის ადგილობრივ ბაზარზე. FCI-ისთან თანამშრომლობით საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარება, ჩვენი ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თიბისი ბანკთან და EBRD-ისთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ გავხდით პირველი ბანკი სომხეთში, რომელმაც შემოიტანა ახალი ფაქტორინგული გადაწყვეტა. მადლობას ვუხდით თიბისი ბანკს პარტნიორობისათვის. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინოვაციური მიდგომა სომხეთში საერთაშორისო ფაქტორინგის განვითარებას წაახალისებს", — ანჟელა ბარსეგიანი, Armswissbank-ის კორპორაციული სერვისების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
"ჩვენთვის პატივია, ვიხილოთ FCI-ის ორი წევრის — Armswissbank-ის (წევრი 2008 წლიდან) და თიბისი ბანკის (წევრი 2016 წლიდან) წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფაქტორინგის ეფექტიანი სტრუქტურის შემუშავების მიმართულებით. EBRD-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამისა და FCI-ის ორფაქტორიანი პლატფორმის — edifactoring.com დახმარებით რისკის შემცირებით, თიბისი ბანკს უსაფრთხო საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობა აქვს. ამ ინოვაციური სტრუქტურის გამოყენება FCI-ის სხვა წევრებსაც შეუძლიათ რეგიონში, რომელსაც EBRD ფარავს. ვულოცავთ ყველა მხარეს ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევას“, -— პიტერ მალროი, FCI-ის გენერალური მდივანი.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები