ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, სპეციალურმა კომისიამ ზარალის სავარაუდო ოდენობა დაადგინა. მათი ინფორმაციით, ზარალი 1,5 მილიონ ლარს აჭარბებს.

23 აპრილის გრიგალის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები დაზარალდნენ. საერთო ჯამში, გადახდილია 220 კერძო საცხოვრებელი სახლის, 15 მრავალბინიანი კორპუსის, ოთხი საბავშვო ბაღისა და ერთი ბიბლიოთეკის სახურავი. ძლიერმა ქარმა მოთხარა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.