ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შაქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინაში კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. დეკანოიძე Facebook-ზე წერს, რომ ეს არის საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმე.

10 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ლორთქიფანიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ეხმარებოდა. უწყებამ ლორთქიფანიძის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათი ინფორმაციით შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ დაგეგმა რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლა.

სააკაშვილმა სამართლებრივი დევნის დაწყება რუსულ დაკვეთად შეაფასა. სააკაშვილის თქმით, ლორთქიფანიძეს არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში რუსეთის დაზვერვის წინააღმდეგ და რუსეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ ითვლება.