შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2008 წლის ომის დროს მხოლოდ შეშფოთებები გამოითქვა, ხოლო აშშ და ევროკავშირი ომის შემდეგ დაეხმარნენ საქართველოს.

"ბატონმა მიშა დაუშვილმა იკითხა, 2008 წელს რომ ყოფილიყავით შინაგან საქმეთა მინისტრი და იგივე პოზიცია რომ დაეკავებინა უკრაინის ხელისუფლებას რას იზამდითო? ჩვენ 2008 წელი გადავიტანეთ, მნიშვნელობა არ აქვს მინისტრი ვინ იყო მაშინ, მე ვიყავი, ბატონი ვანო მერაბიშვილი იყო თუ ვინ იყო, გვახსოვს ძალიან კარგად მაშინ ვინ რა პოზიცია დაიკავა, პირობითად ვიძახი, რა მოხდა, ელემენტარულად შეშფოთების გარდა ჩვენ არაფერი დაგვინახავს, თუ არ გავუსვამთ ხაზს მერე ამერიკის მხრიდან დახმარებები და ევროკავშირის მხრიდან დახმარებები ომის შემდგომ და არა ის, რომ გააჩერეთ, თორემ ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ", — თქვა მინისტრმა პარლამენტში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში