ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პრემიერმინისტრს არ ურჩევდა უკრაინაში ვიზიტს. მისი თქმით, "კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელთან" და "კიდე მეტს ვლაპარაკობთ". ამის შესახებ დეპუტატმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"რომც გადაწყვიტოს პრემიერმინისტრმა და მკითხოს, შენ რა აზრის ხარ, ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არის თავისი ოკუპირებული ტერიტორიით, აი, რა გითხრათ, კალაშნიკოვის ლულა გვაქვს საფეთქელზე მოდებული, არ ვურჩევდი. როგორ შეიძლება?! კიდე მეტს ვლაპარაკობთ", — თქვა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 მარტს უკრაინის ლიდერებს მოუწოდა, ჩასულიყვნენ კიევში. ამ განცხადებამდე კიევში უკვე იმყოფებოდნენ პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერმინისტრები. მათთან ერთად უკრაინის დედაქალაქში პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკიც.

25 თებერველს ღარიბაშვილი კიევში არჩასვლას ჩაკეტილი საჰაერო სივრცით "ხსნისდა".

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში