საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ სოციალურ ქსელებში მუქარისშემცველი ტექსტები ვრცელდება — HRC
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, 2018 წელს მოკლული ვიტალი საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ სოციალურ ქსელში მუქარისშემცველი ტექსტები ვრცელდება. ამასთან, შექმნეს ყალბი ჯგუფი, სადაც მასა და მის ოჯახის წევრს შემაძრწუნებელი სიტყვებით მოიხსენიებენ.
"ფეისბუქში სხვადასხვა ყალბი ან რეალური პროფილის მფლობელი პირები ინტენსიურად პოსტავენ ფაშისტური და ქსენოფობიური შინაარსის, სიძულვილის ენის, მუქარის შემცველ ტექსტებს, მათ შორის — ებრაელების მიმართ, მათი განადგურების მოწოდებებით, ჰიტლერის მოხსენიებით და ა.შ. გარდა ამისა, ფეისბუქში უკვე არაერთი ყალბი ჯგუფი შეიქმნა ვიტალი საფაროვის ფოტოებით და შემზარავი დასახელებებით, სადაც მოკლული უფლებადამცველის სახელსა და დედამისს შემაძრწუნებელი სიტყვებით შეურაცხყოფენ", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ცნობით, საფაროვის დედამ აღნიშნულზე სამართალდამცავ ორგანოებს მიიმართა. თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, დაიწყო თუ არა გამოძიება, მას ამ დრომდე არ მიუღია. HRC აღნიშნავს, რომ პოლიციის მიერ ასეთ ფაქტებსა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე რეაგირების არქონა შემაშფოთებელია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ასეთმა მიდგომამ ქსენოფობიური და ფაშისტური ჯგუფების გააქტიურებასა და სიძულვილის გაღვივებაში თავისი წვლილი შეიტანა.
"ამ ჯგუფების აგრესია და შეუწყნარებლობა, დიდწილად, მიმართულია კულტურულად არადომინანტი სხვადასხვა უმცირესობის ჯგუფებისა და ლიბერალური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო რეაგირების პრაქტიკა საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, ახალისებს მსგავს ჯგუფებს და ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას, ასევე — ქსენოფობიური, რასობრივი, ჰომოფობიური და სხვა ნიშნით სიძულვილის დანერგვას", — ამბობენ ისინი.
ორგანიზაცია ვიტალი საფაროვის ინტერესების დაცვას თბილისის სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს და რასობრივი, რელიგიური ან ეთნიკური შეუწყნარებლობის ფაქტის დადგენას ითხოვს. HRC-ის ინფორმაციით 2019 წლის 10 ივნისს, საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა ეთნიკური შეუწყნარებლობის ნიშანი არ დაადგინა.
"სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ პასუხობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის I ნაწილით დადგენილ სტანდარტს. ამ და მსგავს საქმეებზე სწორი სასამართლო პრაქტიკის დადგენისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ზემდგომმა ინსტანციამ გამოასწოროს გადაწყვეტილებაში არსებული ხარვეზები. გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლემ უგულებელყო დამნაშავეების ზოგადი შეხედულებები ებრაელი ხალხისადმი და ამ საქმეზე არ დაადგინა შეუწყნარებლობის მოტივი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებები და არაერთი მოწმის ჩვენება ცალსახად ადასტურებდა დამნაშავეთა კუთვნილებას ნეონაცისტური ჯგუფებისადმი, რაც ანტისემიტური იდეოლოგიის გაზიარებასაც გულისხმობს", — ნათქვამია განცხადებაში.
აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საფაროვის ოჯახის წევრების მიმართ თავდასხმის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მიუკერძოებელი და დაუყოვნებლივი გამოძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათივე თქმით, ეს სამომავლოდ მსგავსი შემთხვევების პრევენცია იქნება. ამასთან, ხაზს უსვამენ იმას, რომ ხელისუფლებამ მსგავს ძალადობრივ ქმედებებზე სისხლის სამართლის პოლიტიკა უნდა გაამკაცროს.
ადამიანის უფლებათა ცენტრი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს:
- დროულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად განახორციელონ ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, გამოავლინონ ამ დანაშაულების ჩამდენი პირები და უზრუნველყონ მათი პასუხისგებაში მიცემა;
- სწორად დააკვალიფიცირონ ასეთი ტიპის დანაშაულები და თვალსაჩინო მტკიცებულებების შესაბამისად, გამოკვეთონ შეუწყნარებლობის მოტივი.
ორგანიზაცია საერთო სასამართლოებს მოუწოდებს:
- რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საქმისთვის რელევანტურ ფაქტებს - ბრალდებულთა რწმენა-წარმოდგენებსა და შეხედულებებს, რის გამოც პირი/პირთა წრე შემდგომში შეუწყნარებლობის გამო ჩადის დანაშაულს;
- ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ სიღრმისეულად შეისწავლოს ვიტალი საფაროვის საქმის ფაქტობრივი გარემოებები, გამოავლინოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაშვებული უხეში შეცდომები, განსაკუთრებით — დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და დაადგინოს ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, რომლის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს საქმეში.
25 წლის უფლებადამცველი ვიტალი საფაროვი 2018 წლის სექტემბერში მოკლეს. საფაროვის მკვლელობისთვის გიორგი სოხაძე და ავთანდილ კანდელაკიშვილი დააკავეს. მათ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო განზრახ მკვლელობას ედავებოდნენ. თუმცა მოსამართლემ დადასტურებულად არ მიიჩნია, რომ საფაროვი ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივით მოკლეს. ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
კომენტარები