მსახიობი მარგო რობი Focus Features-ის ახალ ფილმში, Mary Queen of Scots, დედოფალ ელისაბედის როლს მოირგებს.

ფილმის სიუჟტი შოტლანდიის დედოფალ მარიამ სტიუარტზეა, რომელიც ცნობილია თავისი ტრაგიკული ისტორიით, ფილმში სტიუარტის როლს ოსკარის ნომინანტი მსახიობი სირშა რონანი ითამაშებს.

ფოტო: HP

ისტორიის თანახმად, ტახტის დაბრუნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მარიამ სტიუარტმა მფარველობა ინგლისის დედოფალ ელისაბედ პირველს სთხოვა, თუმცა მანამდე ის სწორედ ელისაბედის ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. მეტიც, ბევრი ინგლისელი კათოლიკე სწორედ მას მიიჩნევდა ინგლისის ტახტის კანონიერ მემკვიდრედ. ელისაბედმა სტიუარტი საფრთხედ მიიჩნია და დაატყვევა. თვრამეტწლიანი ტყვეობის შემდეგ კი მას ბრალი ელისაბედის მკვლელობის მცდელობაში დასდეს და სიკვდილით დასაჯეს.

ფილმის სცენარზე მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყეს, გადაღებები კი სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება.