ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე Twitter-ზე თბილისის აეროპორტში გადაღებულ სტალინის სუვენირების ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სირცხვილია. ევროპარლამენტარი სვამს კითხვას ნამდვილად სურს თუ არა საქართელოს ამ სუვენირებით ევროკავშირში გაწევრიანება.

"საქართველო, დარწმუნებული ხარ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გინდა სტალინის ამ სუვენირებით? ბოლოს და ბოლოს, რასაც პუტინი უკრაინაში ახლა აკეთებს, დაუმარცხებელი სტალინიზმის მემკვიდრეობაა. თბილისის აეროპორტის მაღაზია. სირცხვილია", — წერს ის.