მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრი დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ თავს. ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

"კიდევ ერთი საშინელი სამხედრო დანაშაული მარიუპოლში. რუსეთის მასობრივი თავდასხმა დრამატულ თეატრზე, სადაც ასობით უდანაშაულო მოქალაქე იმალებოდა. ახლა შენობა სრულად განადგურებულია. არ შეიძლება რუსებს არ სცოდნოდათ, რომ ეს მოქალაქეების თავშესაფარი იყო. გადაარჩინე მარიუპოლი! შეაჩერე რუსი ომის დამნაშავეები!" — წერს ის.

BBC მარიუპოლის მერის მოადგილეზე დაყრდნობით წერს, რომ შენობაში 1000-დან 1200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, უცნობია.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში