ესპანური საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 1 მილიონ ევროს გადარიცხავს. კლუბი თანხას გადასცემენ კამპანიას "ყველა უკრაინასთან", რომელიც მადრიდის რეალის ფონდმა წამოიწყო 5 მარტს.

კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კამპანია გაგრძელდება იქამდე, სანამ პირდაპირი შემოწირულებები საჭირო იქნება ლტოლვილთა საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში