Marvel Studios-მ და Disney+-მა ახალი ფილმის, სახელად Ms. Marvel-ის, ტრეილერი გამოუშვა, რომელშიც პირველ მუსლიმ სუპერგმირს ვხედავთ. Ms. Marvel თინეიჯერი მუსლიმი კამალას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ნიუ-ჯერსიში ცხოვრობს.

2013 წელს Marvel-მა კომიქსებიდან გაგვაცნო კამალა ხანი, რომელიც კაპიტან მარველს დიდ პატივს სცემს. ტრეილერშიც ვხედავთ, რომ კამალა მეოცნებე თინეიჯერია, თუმცა თავის სუპერძალებს მალევე აღმოაჩენს და ასე ხდება ქალბატონი მარველი, რომელსაც სამყაროს გადარჩენა სურს.

კამილა ხანის როლს მსახიობი იმან ველანი თამაშობს. მისი ძმის როლს კი კიდევ ერთი ახალი სახე სააგარ შაიხი შეასრულებს. Ms. Marvel-ში ასევე ვიხილავთ მოჰან კაპურს და ზენობია შროფს კამალას მშობლების როლში.

Ms. Marvel-ის პრემიერა 2021 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო ფილმის გადაღებების დასრულება ვერ მოხერხდა. ახლა კი Marvel-მა ფილმის პრემიერა 8 ივნისს დააანონსა.