ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის გარიცხვას მხარი ერთხმად დაუჭირა. მომხრე იყო 216, ხოლო არცერთი წინააღმდეგი. თავი შეიკავა — 3-მა.

როგორც PACE ოფიციალურ Twitter-ზე წერს, ასამბლეამ ერთსულოვანი კენჭისყრით მოუწოდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტს, რომ "ევროპის საბჭოდან რუსეთის დაუყოვნებლივი გარიცხვა" მოითხოვოს.

მანამდე რუსეთმა განცხადება გააკეთა, რომ ევროსაბჭოს ტოვებდა და ამტკიცებდა, თითქოს ამის გაკეთება "აიძულეს". საპარლამენტო ასამბლეის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ევროპის საბჭოდან გასვლაზე იტყობინებოდა.

ლავროვის უწყება აცხადებდა, რომ NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნები ევროპის საბჭოში თავიანთ უმრავლესობა "ბოროტად იყენებენ" და თანმიმდევრულად აქცევენ ამ ორგანიზაციას "ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად".

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში