რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და სხვა ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ეს "უპრეცედენტო სანქციების" სერიის პასუხია და ის დღეიდან, 15 მარტიდან ამოქმედდება. რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, სიაში ასევე მოხვდნენ თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, ჰილარი კლინტონი, ჯეიკ სალივანი და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში