24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი წამოიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ომს ყოველდღიურად უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე ეწირება. უკრაინაში არსებულ მდგომარეობას ხელოვანები მთელი მსოფლიოდან ეხმაურებიან და უკრაინელებისადმი მხარდაჭერას საკუთარი ნამუშევრებით გამოხატავენ.

უკრაინისათვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად ქუჩის მხატვრებიც გაერთიანდნენ, რომლებიც ხელოვნებით ცდილობენ დაგმონ რუსეთის აგრესია და გაამხნევონ უკრაინელები.

გთავაზობთ ქუჩის მხატვრების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ გამორჩეულ ნამუშევრებს:

1. ჰარი პოტერად ქცეული ზელენსკი პოლონეთის ქალაქ პოზნანში

ფოტო: Street Art Utopia

2. ვოლდემორად ქცეული პუტინი პოლონეთის ქალაქ პოზნანში

3. "იბრძოლე შენი უფლებებისთვის" — პარიზი

ფოტო: Sarah Meyssonnier / Reuters

4. ზელენსკის პორტრეტი მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში

ფოტო: Stevo Vasiljevic / Reuters

5. გოგო უკრაინის დროშის ფერებიანი ქუდით — ლონდონი

ფოტო: Hannah McKay / Reuters

6. ბულგარეთში ანტიფაშისტური მოძრაობის აქტივისტების მონუმენტი უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს

ფოტო: Spasiyana Sergieva / Reuters

7. "გადაარჩინე უკრაინა" — სტენსილი მუმბაიში

ფოტო: Francis Mascarenhas / Reuters

8. მოლდოვაში მიტოვებული შენობა უკრაინის დროშის ფერებში შეღებეს

ფოტო: Vladislav Culiomza / Reuters

9. ბელგრადში პუტინის სტენსილს "მკვლელი" დააწერეს

ფოტო: Zorana Jevtic / Reuters

10. უკრაინის მხარდამჭერი სტენსილი ვარშავაში

ამავე თემაზე:

ქუჩის მხატვრების "ჩუმი" პროტესტი უკრაინის ომის წინააღმდეგ — 10 ფოტო