10 საინტერესო ფაქტი უკრაინის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდი
მართალია, უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო მოექცა, თუმცა ეს ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში თავისი ისტორიითა და კულტურით აქამდეც გამოირჩეოდა. უკრაინა დიდი ხანია, იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ღირსშესანიშნაობებით ადგილობრივებიც ამაყობენ და რომელსაც ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ.
სტატიაში უკრაინის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ, რომლებიც, შესაძლოა, აქამდე არ გცოდნოდა. ეს სტატია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებს, რომ უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.
1. უკრაინა მხოლოდ ევროპაში მდებარე ქვეყნებს შორის ტერიტორიით პირველ ადგილზეა
თუ რუსეთის იმ ნაწილს არ გავითვალისწინებთ, რომელიც ევროპაში მდებარეობს, მაშინ უკრაინა ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა ტერიტორიის მიხედვით. უკრაინის ფართობი დიდ ბრიტანეთს თითქმის 3-ჯერ აღემატება.
2. უკრაინაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის 7 ძეგლია წარმოდგენილი
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთაგან ერთ-ერთი კიევის წმინდა სოფიას საკათედრო ტაძარია, რომელიც მე-11 საუკუნეში ააგეს.
3. ვიშივანკა უკრაინის ეროვნული სამოსია
უკრაინელები ყოველწლიურად ვიშივანკას დღეს აღნიშნავენ და ორიგინალურ ეროვნულ სამოსს ირგებენ.
4. ბორშჩი უკრაინული წარმოშობის კერძია
ბორშჩი, რომელიც საქართველოშიც პოპულარული წვნიანია, უკრაინელებსაც ძალიან უყვართ. უკრაინაში სხვადასხვა სახის ბორშჩს ამზადებენ, რაც ინგრედიენტებზეა დამოკიდებული.
5. პირველი გაზის ნათურა ლვოვში მცხოვრებმა ფარმაცევტებმა გამოიგონეს
დღეს იმ ადგილს, სადაც ადრე აფთიაქი იყო და ფარმაცევტები მუშაობდნენ, Gasova L’ampa ჰქვია და პატარა კაფე არის გახსნილი.
6. პოპულარული და ცნობილი "სიყვარულის გვირაბი" უკრაინაში მდებარეობს
ე.წ. "სიყვარულის გვირაბი" უკრაინის სოფელ კლევანში მდებარეობს. "გვირაბში" რკინიგზა გადის, რომელზეც მატარებლები აქტიურად დადიან.
7. მზესუმზირას წარმოებით უკრაინა მსოფლიოში პირველი ქვეყანაა
გარდა ამისა, მზესუმზირა უკრაინის ეროვნული ყვავილია. 1996 წელს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა ქალაქ პერვომაისკის სარაკეტო ბაზაზე ქვეყნიდან ბირთვული იარაღის გატანის აღსანიშნავად მზესუმზირები დარგეს.
8. უკრაინას "ევროპის პურის კალათას" ეძახიან
უკრაინა დღეს მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა, რაც მისი კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით არის განპირობებული.
9. ყველაზე მძიმე თვითმფრინავი An-225 Mriya უკრაინაში შექმნეს
სამწუხაროდ, უკრაინული An-225 Mriya, რომელიც 1985 წელს შექმნეს, რუსეთთან ომს შეეწირა და ის რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ გაანადგურეს.
10. მსოფლიოში ყველაზე ღრმა მეტროსადგური კიევში მდებარეობს
მეტროსადგური, სახელად Арсенальна, კიევში მდებარეობს და 1960 წელს ააგეს. ის დღემდე მსოფლიოს ყველაზე ღრმა მეტროსადგურია, რომელიც 105,5 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები