უსახლკარო ადამიანები გადარჩენის 18 დაუწერელ წესს გვიზიარებენ
უსახლკარო ადამიანები აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმდენ სირთულესა და წინააღმდეგობას აწყდებიან, რომ იმას, ვისაც იგივე არ გამოუვლია, ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდება. ისეთი ყოველდღიური მოთხოვნილებები, როგორებიცაა: კვება, თავის მოვლა და ძილი, საცხოვრებლის გარეშე ფუფუნების სფერო ხდება.
Reddit-ის მომხმარებელმა, ვინმე u/hayz00s-მა, მიუსაფარ ადამიანებს სთხოვა, გაეზიარებინათ მისთვის წესები, რომელთა საშუალებითაც სიცოცხლესა და გადარჩენას ახერხებენ. პასუხები ერთმანეთზე უფრო მოულოდნელი და გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს, ყოველთვის დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც შველა სჭირდებათ.
ესეც უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების 18 დაუწერელი წესი:
1. "თუ ნაგავსაყრელში ჩაძრომისას წყვილ ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს იპოვით და ისინი თქვენი ზომის არ აღმოჩნდება, დატოვეთ ის იმავე ადგილას, სხვა ვინმეს გამოადგება"
2. "არ ითხოვო მოწყალება იქ, სადაც უკვე სხვები ითხოვენ დახმარებას"
3. "გაეცით, რაც გაქვთ. რასაც გასცემთ, ის დაგიბრუნდებათ"
4. "გაუფრთხილდით ერთმანეთს. ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვიბრძვით გადარჩენისთვის. როცა სახლი არ მქონდა, მაინც ვუზიარებდი სხვებს ტანსაცმელს, საკვებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს უფრო მეტად სჭირდებოდა"
5. "დაძინებისას ფეხსაცმლის გახდა არ დაგავიწყდეს. თუ გარეთ გძინავს, ფეხსაცმელი ჩანთაში ჩადე, ზემოდან დააწექი და ისე დაიძინე. ხანდახან ჩემი ჩანთა ისე იყო შეფუთული, მისი გახსნა ნებისმიერს გაუჭირდებოდა, თუმცა გახსოვდეს, რომ შენს ფეხსაცმელზე ნებისმიერს შეიძლება წაუცდეს ხელი"
6. "თქვენთვის ძვირფასი ნივთები საძილე ტომარაში შეინახეთ და ისე დაიძინეთ. თუ არ გაქვთ საძილე ტომარა, ჩადეთ ისინი ზუგრჩანთაში და იგივე ზურგჩანთა გამოიყენეთ ბალიშად"
7. "ძილის დროს შენი ტელეფონი ისე დამალე, რომ ვერავინ შეძლოს მისი მოპარვა"
8. "მეგობრები შეენაცვლეთ ერთმანეთს ძილში: როცა ერთს სძინავს, მეორე ფხიზლობს"
9. "თუ არასრულწლოვანი ხარ და მზრუნველი მშობლებისგან გაქცევას ეცდები, დარწმუნებული იყავი, რომ პოლიცია გიპოვის. 15 წლის მოზარდს შფოთვამ აიძულა, სახლიდან წამოსულიყო. პოლიციამ მალევე დააბრუნა ის სახლში და გამაფრთხილა, რომ თუ იგივე განმეორდებოდა და მას ქუჩაში შევნიშნავდი, აუცილებლად მომეხდინა რეაგირება. და ასეც მოვიქცევი"
10. "ეცადე, წინდები სუფთად შეინახო. ისინი ყოველთვის ახალივით იქნება"
11. "მხოლოდ იმიტომ, რომ უსახლკარო ვიყავი, არ ნიშნავს, რომ ბევრი არ მიმუშავია. კვირაში დაახლოებით 56 საათს ვმუშაობდი ბენზინგასამართ სადგურზე და შემდეგ პლაკატებს ვყიდდი ქუჩებში"
12. "უსახლკაროების სამყაროში კონფლიქტები თავისთავად წყდება, არავინ რეკავს პოლიციაში. აქ ყველა საერთო სივრცეს იზიარებს და თავს იცავს. არჩევანი არ გაქვს, უბრალოდ არ გაჩუმდე და სხვას თავი არ დააჩაგვრინო"
—Anonymous
13. "მახსოვს, რომ მე და ჩემი ოჯახი ყოველდღე დავდიოდით ბიბლიოთეკაში და რამდენიმე საათით ვჩერდებოდით იქ. ეს არის ადგილი, სადაც დიდხანს გაჩერების გამო უჩვეულოდ არ შემოგხედავენ. გარდა ამისა, იქ არის კონდიციონერი/გათბობა, ინტერნეტი/კომპიუტერი, სველი წერტილები და ლამის ულევი წიგნები სხვადასხვა ცოდნის მისაღებად. თუ ოდესმე უსახლკაროდ დარჩებით, წადით ბიბლიოთეკაში"
14. "ადამიანთა უმეტესობას არ სურს შენი არსებობის აღიარება. გირჩევდი, რომ დიდად გული არ დაგწყდეს ამის გამო, რადგან მათ დამოკიდებულებებს ადრე თუ გვიან მაინც შეეჩვევი. უბრალოდ იპოვე გზა დღის გასალამაზებლად და ყოველთვის გახსოვდეს, უფრთხილდი ხალხს, ბევრი ნაბიჭვარია ირგვლივ!"
15. "დაიცავი შენი ვინაობა, არ გაყიდო პირადობის მოწმობა, ბევრი ეცდება მის მოპარვას"
16. "თუ ქალი ხარ და გვიანი შემოდგომა/ზამთარი/ადრეული გაზაფხულია, ჩაიცვი კაცის ქურთუკი, სპორტული ფეხსაცმელი, სპორტული შარვალი და შალის ქუდი. რაც შეიძლება მამაკაცური იყავი. არ დაიძინო გზებზე ან ჩიხებზე; ყოველთვის შექმენი ილუზია, რომ ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ეს ბევრად უსაფრთხოა"
—Anonymous
17. "ხალხი უსახლკარო ახალგაზრდა ქალს ხშირად მენტალურად დაავადებულად ან ნარკოტიკზე დამოკიდებულად აღიქვამს. ისინი თქვენში მსხვერპლს ხედავენ, სწორედ ამიტომ ეცადეთ, მიუსაფარსა და უსახლკაროს მაინცდმაინც არ ჰგავდეთ"
—Anonymous
18. "ხშირად ველოდებოდი, როდის გადაყრიდნენ კვების ობიექტები კლიენტებისგან მორჩენილი საჭმელების ნარჩენებს და შემდეგ ნაგვიდან მალევე ვიღებდი საჭმელად გამოსადეგ სენდვიჩებსა თუ ტკბილეულს"
—Anonymous
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
კომენტარები