სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარში ხუთ მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია 30-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერში, ფოცხოეწერსა და ლიაში. ასევე, მათივე განცხადებით, ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეებიც მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.

ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

სტიქიამ ჯვარში საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა

ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

ძლიერმა ქარმა ჯვარში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა

ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

ადმინისტრაციის ცნობით, აღდგენითი სამუშაობი დღესვე დაიწყება. ამ დროისთვის გზები დაზიანებული ხეებისგან მოსუფთავდა, წაქცეული ხეები იჭრება ეზოებსა და პარკებში.

სტიქიის გამო წალენჯიხის მუნიციპალტეტში შექმნილია საგანგებო შტაბი, როელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. წალენჯიხაში დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეცაილური კომისია.