იაპონია კიდევ 17 რუს ოლიგარქსა და მაღალჩინოსანს უწესებს სანქციებს. ამის შესახებ იაპონიის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით CNN იუწყება.

მათივე ცნობით, სანქცირებულთა სიაში არიან რუსი მილიარდელი იური კოვალჩუკის ოჯახის წევრები, რუსეთის პარლამენტის დეპუტატები და რუსი ოლიგარგი ვიქტორ ვექსელბერგი.

იაპონიამ სრულად 61 რუსს გაუყინა აქტივები.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში