FT: აშშ-მ მოკავშირეებს უთხრა, რომ ჩინეთმა რუსეთის სამხედრო დახმარებაზე ღიაობა გამოხატა
Financial Times-ის ცნობით, აშშ-მ პარტნიორებს შეატყობინა, რომ ჩინეთმა რუსეთის თხოვნის შემდეგ ომში სამხედრო აღჭურვილობით, მათ შორის, საჰაერო რაკეტებით დახმარების გაწევაზე გარკვეული ღიაობა გამოხატა. ინფორმაციას მედია ვაშინგტონის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, როგორც მედია აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, ვაშინგტონმა მოკავშირეებს უთხრა, რომ ჩინეთმა რუსეთს 5 ტიპის აღჭურვილობაში დახმარება სთხოვა, მათ შორის, მიწა-ჰაერის რაკეტებში, დრონებში, დაზვერვასთან დაკავშირებულ აღჭურვილობაში, ჯავშანტექნიკასა და სხვა სატრანსპორტო საშუალებებში.
FT-ის ცნობით, ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მედიას განუცხადა, რომ აღჭურვილობის შესახებ ჩამონათვალი არაზუსტი იყო, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
გამოცემის განცხადებით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს კომენტარი გაეკეთებინათ FT-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ სამხედრო დახმარების შესახებ რუსეთის თხოვნას ჩინეთმა დადებითად უპასუხა, თუმცა აღნიშნეს, რომ ვაშინგტონი "ღრმად შეშფოთებულია ჩინეთის რუსეთთან კავშირების შესახებ".
13 მარტს საერთაშორისო მედიებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა.
NYT წერდა, რომ რუსეთმა, ასევე, ითხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება ჩინეთისგან, რათა ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოახერხოს.
მედიების ცნობით, წყაროებმა არ გაამხილეს დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა აღჭურვილობას ითხოვს მოსკოვი და არაფერი უთქვამთ არც ჩინეთის რეაქციაზე.
14 მარტს ჩინეთმა უარყო, რომ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად რუსეთმა სამხედრო აღჭურვილობა ან სხვა დახმარება სთხოვა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა თქვა, ეს აშშ-ის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გავრცელებული "დეზინფორმაცია" იყო.
დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:
იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები