პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ უკრაინის დიდი ქალაქების აღება ჩინეთის დახმარების გარეშეც შეუძლიათ. ის, ასევე, ამტკიცებს, რომ რუსეთს ჩინეთისთვის სამხედრო აღჭურვილობა არ უთხოვია.

"რუსეთს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი პოტენციალი, გააგრძელოს ოპერაცია. როგორც ვთქვით, ის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დროულად დასრულდება", — თქვა მან.

13 მარტს საერთაშორისო მედიებმა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობაში დახმარება და ომში მხარდაჭერა სთხოვა.

NYT წერდა, რომ რუსეთმა, ასევე, ითხოვა დამატებითი ეკონომიკური დახმარება ჩინეთისგან, რათა ომის დაწყების შემდეგ დაწესებული სანქციებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოახერხოს.

მედიების ცნობით, წყაროებმა არ გაამხილეს დეტალები იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა აღჭურვილობას ითხოვს მოსკოვი და არაფერი უთქვამთ არც ჩინეთის რეაქციაზე.

საპასუხოდ, ჩინეთმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად რუსეთს სამხედრო აღჭურვილობა ან სხვა დახმარება არ უთხოვია.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში