ქალთა ისტორიის თვე — ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში
ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მიზნად ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენას ისახავს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან (IRI) თანამშრომლობით 17 მარტს, 17:00 საათზე ჰიბრიდულ საჯარო დისკუსიას გეგმავს თემაზე "ქალების როლი მშვიდობისა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში".
დისკუსიაზე გაეცნობით შთამაგონებელ ქალებს, რომლებმაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიღწევებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. მომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას, ისაუბრებენ კარიერულ გზასა და გამოწვევებზე, რომლებსაც საქმიანობაში წააწყდნენ.
საჯარო დისკუსია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა Zoom-ის საშუალებით.
ლექციაზე ნებისიერი ფორმატით დასწრების სურვილის შემთხვევაში, წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე უნდა გაიაროთ: https://tinyurl.com/3wwscdfb
გაითვალისწინეთ, რომ ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებენ მხოლოდ რეგისტრირებული პირები, რომლებსაც წინასწარ ექნებათ რეგისტრაცია გავლილი.
მომხსენებლები
პირველი პანელი:
- ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
- სოფი ვესტერბერგი, შვედეთის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი საქართველოში
- ანნა ჩერნიშოვა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
- ჯონ დიპირო, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
მეორე პანელი:
- თეონა აქუბარდია, საქართველოს პარლამენტის წევრი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი
- თინათინ ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამოქალაქო იდეის თავმჯდომარე
მოდერატორი
- მარი დევიძე, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი და ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი
ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, აუდიტორია G106-ში (ქაქუცა ჩოლოყაშვილის №⅗) 17 მარტს, 17:00 საათზე გაიმართება. დისკუსიის სამუშაო ენები ქართული და ინგლისური იქნება, ფორმატი კი, ჰიბრიდული.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები