ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაირ ლაპიდის განცხადებით, ისრაელი არ იქნება რუსეთისთვის სანქციების არიდების გზა.

"ისრაელი არ იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის საშუალება", — თქვა მან.

მინისტრმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და თქვა, რომ ისრაელი გააკეთებს ყველაფერს, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის პროცესს.

ლაპიდმა საკითხზე კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ისრაელს სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში