საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა პარლამენტში იყო შინაარსიც და მნიშვნელოვანიც.

"მე მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლას დავესწარი. მისი გამოსვლა იყო შინაარსიანი და მნიშვნელოვანი. ველი, რა რეაქცია მოჰყვება ამას და რა სახის დისკუსია დაიწყება საქართველოში მომდევნო დღეებში", — თქვა მან.

დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის მოხსნებას მოუსმინა. მისი სიტყვა უჩვეულოდ კრიტიკული აღმოჩნდა. ზურაბიშვილმა ღიად, შეფარული ტექსტების გარეშე გააკრიტიკა მთავრობისა და ოპოზიციის საჯარო განცხადებები და მათ "ცოდვები" შეახსენა. მეტიც, ზურაბიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე პარლამენტში მყოფი დეპუტატები.

გაიგეთ მეტი პრეზიდენტის გამოსვლაზე: