ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სწორი აქცენტები გააკეთა და ზოგიერთი საკითხი შემაშფოთებლად დამაფიქრებელიც იყო. მისი თქმით ზურაბიშვილს პირადადაც გადაუხადა მადლობა.

"ვესწრებოდი პარლამენტში პრეზიდენტის მიმართვას და პირადადაც გადავუხადე მადლობა გაბედული გამოსვლისთვის! ბევრი სწორი აქცენტი გააკეთა და ზოგიერთი საკითხი შემაშფოთებლად დამაფიქრებელიც იყო", — წერს ლომჯარია.

დღეს პარლამენტმა პრეზიდენტის მოხსნებას მოუსმინა. მისი სიტყვა უჩვეულოდ კრიტიკული აღმოჩნდა. ზურაბიშვილმა ღიად, შეფარული ტექსტების გარეშე გააკრიტიკა მთავრობისა და ოპოზიციის საჯარო განცხადებები და მათ "ცოდვები" შეახსენა. მეტიც, ზურაბიშვილმა ისიც კი თქვა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება ბევრად ფხიზელი, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია, ერთიანია, ვიდრე პარლამენტში მყოფი დეპუტატები.

გაიგეთ მეტი პრეზიდენტის გამოსვლაზე: