"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევით" — ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ევროპაში სამუშაო ვიზიტების პირადი კონტაქტების გამოყენებით გამართვასთან დაკავშირებით.

დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 2022 წლის 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო ევროპაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე, რის შემდეგაც საჭიროდ მიიჩნია პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მისი თქმით, ასეთი შეზღუდვები ქვეყნისთვის დამაზიანებელია.