პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობას უსაფრთხოების გაფართოებული ფორმატის შექმნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მასში მონაწილეობა ოპოზიციურმა სპექტრმაც უნდა მიიღოს.

"მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით, შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი, რომელიც მოითხოვს საიდუმლო ფორმატს. აქვე კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მოარატორიუმი გავაცხადოთ სიძულვილის ენის გამოყენებაზე", — თქვა მან.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა გამოთქვა ინიციატივა, შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც ოპოზიციური სპექტრიდან შეირჩევა.

"გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება", — თქვა მან.

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწიული მოხსენება მიმდინარეობს.

გაიგე მეტი: