საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წელს საქართველო-ირანის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელი სრულდება და არსებობს საფუძველი, ორმხრივი თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

მხარეებმა ასევე განიხილეს სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები.

საუბარი შეეხო ტურიზმის განვითარების პოზიტიურ ტენდენციას. მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.