პაპი ფრანცისკე უკრაინაში რუსეთის შეჭრას მიუღებელ შეიარაღებულ აგრესიას უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინელების ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს. ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვის დროს ისაუბრა.

"ღმერთის სახელით, გაიგონეთ ტანჯული ხალხის ტირილი და შეწყვიტეთ დაბომბვა და თავდასხმები [...] ღმერთის სახელით გთხოვთ, შეწყვიტეთ ეს ხოცვა-ჟლეტა", — თქვა მან.

მისივე თქმით, ბავშვთა საავადმყოფოებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურების დაბომბვა ბარბაროსულია და მას დასაბუთებული სტრატეგიული მიზეზი არ აქვს.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში