საერთაშორისო მედიები ადგილობრივ მედიებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ერაყში, ქალაქ ერბილში რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს.

Reuters-ის ცნობით, ერაყის ქურთისტანის პროვინციის ჯანდაცვის მინისტრის, სამან ბარზანჯის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავებულა.

ადგილობრივი მედია Kurdistan 24 აცხადებს, რომ რაკეტები ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოსთან და მათ ოფისთან ჩამოვარდა, რამაც შენობა დააზიანა. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად თანამშრომლები ან მოქალაქეები არ დაშავებულან.