ქვემო ქართლის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გუბერნიის პრესსამსახურში On.ge-ს დაუდასტურეს. ხიზანიშვილის გათავისუფლებას პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

პაატა ხიზანიშვილი ახალ პოზიციაზე გადადის. როგორც მან მოამბეს განუცხადა, მუშაობის გაგრძელება სურდა ისეთ სამსახურში, სადაც უფრო მეტი სასარგებლო საქმის კეთებას შეძლებდა.

პაატა ხიზანაშვილი ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ რუსთავში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის თანამდებობაზე 2014 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა.

ჯერჯერობით უცნობიაა, სად იწყებს მუშაობას ხიზანიშვილი.