ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, შაქრის დეფიციტი დახლებზე "უსაფუძვლო პანიკის შედეგი" იყო. მისი თქმით, გარკვეული მარაგები საქართველოში არის, ამიტომ პროდუქტების დეფიციტი ვერ იქნებოდა.

"დღესაც არსებობს გარკვეული მარაგები, საქართველოში მარაგები თითქმის ყველა სასურსათო პროდუქტის არსებობს თვის და უფრო მეტიც და შესაბამისად, ვერ იქნებოდა დეფიციტი საქართველოში, მათ შორის, შაქრის. რეალურად, როდესაც დაიწყო პანიკური პროცესი შაქრის შეძენის ან რამდენიმე სხვა პირველადი სამომხმარებლო პროდუქტის, ფიზიკურად, ამ კომპლექსური მიწოდების ჯაჭვმა ვერ მოახერხა დახლების შევსება და პანიკა ყოველთვის ასეთ ზემოქმედებას ახდენს", — თქვა მან იმედის ეთერში.

გასულ კვირას სოციალურ ქსელში მოხმარებლები აქტიურად წერდნენ, რომ მაღაზიებში პროდუქტზე დეფიციტი იყო. ასევე, აქვეყნებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ დახლები ცარიელია. განსაკუთრებული აქცენტი შაქარზე კეთდებოდა. მომხმარებელთა ნაწილი ამ პროდუქტზე არსებულ დეფიციტს რეგიონში არსებულ დაძაბულობას უკავშირებდა.

რეალურად, შაქრის მთავარი იმპორტიორები ბრაზილია, თურქეთი და პოლონეთია. 2021 წელს საქართველოში სულ 120,7 ტონა, 60,35 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა.

გაიგეთ მეტი: