უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე, სულ მცირე, 78 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.

რიცხვები, შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს, რადგან, როგორც უმბუდსმენმა განაცხადა, ალყაში მოქცეული მარიუპოლის, ვოლნოვახასა და ირპენის ირგვლივ მიმდინარე ბრძოლების გამო ხელისუფლება ვერ ადგენს, რამდენი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა ამ ადგილებში.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში