21 აპრილს, თბილისში, ქორთიარდ მერიოტთან უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტის პარალელურად, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) მხარდასაჭერბმა და მოწინააღმდეგეებმა აქციები გამართეს.

დემონსტრაცია, პირველად, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერებმა, აუდიტორია 115-მა და CEU-ს კურსდამთავრებულებმა დააანონსეს. მათ უნგრეთის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი გააპროტესტეს, რომლის საშუალებითაც, შესაძლოა, CEU დაიხუროს.

რაც შეეხება დემონსტრანტთა მეორე ჯგუფს, ისინი ნაციონალისტები და ანტილიბერალები იყვნენ და უნგრეთის სახელმწიფოს "ანტილიბერალური პოლიტიკის მხარდასაჭერად" შეიკრიბნენ.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მხარდამჭერები უნგრეთის ხელისუფლების მიერ უნივერსიტეტის წინააღმდებ მიღებულ კანონს აპროტესტებენ. თბილისი, 21 აპრილი, 2017.

ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მოწინააღმდგეები უნგრეთის ხელისუფლების მხარდამჭერ აქციას მართავენ. თბილისი, 21 აპრილი, 2017.

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი უნგრეთის მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება.

უნგრეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს დახურვას, ან სხვა ქვეყანაში გადასვლას აიძულებს. ვიქტორ ორბანი ჯორჯ სოროსისა და მისი ფონდი ღია საზოგადოების წინააღმდეგია.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს, კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ, ბუდაპეშტში დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში 1 400-მდე სტუდენტი სწავლობს.