რა მოცულობის ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში 2021 წელს
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წელს საქართველოში 1,15 მლრდ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ამის შესახებ საქსტატის კვლევიდან ხდება ცნობილი.
2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წლის მაჩვენებელს 101,5%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემს 13,7%-ით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 66% შეადგინა. რეინვესტიციაში კომპანიის მიერ მიღებული მოგების ინვესტიციაში ჩაბრუნება იგულისხმება.
საქსტატის ინფორმაციით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, 69,8% შეადგინა.
ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები საქართველოში 2021 წლის მიხედვით:
- გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ;
- ნიდერლანდები — $125,9 მლნ;
- ჩეხეთი — $81,8 მლნ;
- თურქეთი — $64,7 მლნ;
- რუსეთი — $58,6 მლნ;
- ლუქსემბურგი — $41 მლნ;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ;
- გერმანია — $31,6 მლნ;
- მარშალის კ-ები — $21,3 მლნ;
- სეიშელები — $19,8 მლნ;
- დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ.
როგორც კვლევიდან ხდება ცნობილი, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2021 წელს 72,1% შეადგინა. ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა ($443,3 მლნ), რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38,5%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება გართობის, დასვენების და სხვა სახის მომსახურების სექტორი 230,5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე — ენერგეტიკის სექტორი, 157 მლნ აშშ დოლარით.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს:
- საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ;
- გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ;
- ენერგეტიკა — $157 მლნ;
- დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ;
- უძრავი ქონება — $84,1 მლნ;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ;
- მშენებლობა — $27,6 მლნ;
- სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ;
- სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ;
- ტრანსპორტი — $4,7 მლნ;
- დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ.
საქსტატის ინფორმაციით, მხოლოდ მეოთხე კვარტალში საქართველოში 411,3 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამასთან, უწყებამ გასული წლის პირველი-სამი კვარტლების მონაცემებიც დააზუსტა, რომლის მიხედვითაც 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში $132,5 მლნ, მეორე კვარტალში — $305,2 მლნ, ხოლო მესამე კვარტალში 303,8 მლნ დოლარის ღირებულების ინვესტიცია შემოვიდა.
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
კომენტარები