ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციას. მისი თქმით, პროცესი დაიწყო.

"ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა თქვეს დიახ უკრაინის ევროინტეგრაციაზე. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენი და უკრაინელების გადასაწყვეტია, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. უკრაინელი გმირი ერი იმსახურებს იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან", — წერს ნაუსედა.

ვერსალში შეხვედრის შემდეგ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ევროპულმა საბჭომ "აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები". ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას "ევროინტეგრაციის გზაზე".

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში