ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას წყვეტს. მისი თქმით, ახლა საჭიროა "საღი აზრი, ჯანმრთელობა, სრული მობილიზაცია და სიძლიერე, სისუსტის ნაცვალდ". სააკაშვილმა თქმით, მიიღო წერილი მებრძოლებისგან, რომლებიც უკრაინას იცავენ, რომ შეეწყვიტა შიმშილობა.

"მივიღე წერილი იმ ქართველი მებრძოლებისგან, რომლებიც 2014 წლიდან იცავენ უკრაინას, რომლებითაც ძალიან ვამაყობ და მათთან ვმეგობრობ. ისინი მთხოვენ, შევწყვიტო შიმშილობა და რაც შეიძლება სწრაფად, ძალების სრული მოკრებით ჩავერთო ბრძოლაში. იგივე თხოვნა მოდის უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენლებისგან, რომლებთანაც მუდმივ კონტაქტზე ვარ.

ამიტომ, მე-20 დღეს მე შევწყვეტ შიმშილობას. ახლა გვჭირდება საღი აზრი, ჯანმრთელობა და სრული მობილიზაცია, სიძლიერე სისუსტის ნაცვლად. ჩვენ გამარჯვებას სრულ მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ!" — წერს ის.

21 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ იწყებდა შიმშილობას.