მოამბეში თანამშრომლები დაიმატეს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ექვსი ახალი თანამშრომლის მიღების შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 აპრილს გაავრცელა. ყველა მათგანი არხის საინფორმაციო სამსახურს დაემატა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები გახდნენ:

  • იმედა დარსალია - ბოლოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში მუშაობდა;
  • ხათუნა გაგნიძე, სანდრო ჯუფალაკიანი და ირაკლი აბსანძე - მანამდე ტელეკომპანია იმედში მუშაობდნენ;
  • ქეთი თუთბერიძე და ქეთი ქაშაკაშვილი - მანამდე მაესტროში მუშაობდნენ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელის საინფორმაციო გამოშვებაში და ვებგვერდზე სამუშაოდ GDS-ის 20-მდე თანამშრომელიც დაიმატეს.