Fox-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამერიკული ტელესერიალი საიდუმლო მასალები, რომელიც, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეთერს შარშან დაუბრუნდა, კიდევ ერთი სეზონით განახლდა, რომელშიც 10 ეპიზოდი იქნება.

"ლეგენდარული პერსონაჟები, საინტერესო ამბავი და გამბედავი შემქმნელები - სწორედ ეს არის ამ დიდებული სატელევიზიო შოუს ნიშა. სწორედ ეს და და კიდევ მრავალი სხვა არის იმის მიზეზი, რომ საიდუმლო მასალებს უდიდესი გავლენა აქვს მილიონობით მაყურებელზე მსოფლიოს მასშტაბით. კრის კარტერის საკუთარი შემოქმედებითობით კვლავ განაგრძობს დეივიდისა და ჯილიანის ბრწყინვალე დუეტთან მუშაობას პოპ კულტურის ამ ფენომენზე. მოუთმენლად ველი რა ახალი საიდულოებებით დაბრუნდება შოუ და რა მოუვა თავში კარტერს", - ამბობს Fox-ის პრეზიდენტი დეივიდ მადენი.

შოუს პოპულარობის პიკი 1990-იანი წლების ბოლოს იყო, გარდა ტელესერიალისა, 1998 წელს გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი საიდუმლო მასალები, ხოლო 2008 წელს - მისი გაგრძელება, საიდუმლო მასალები - მინდა მჯეროდეს. შოუ ახალი სეზონით 2016 წელს დაბრუნდა და საკმაოდ წარმატებულადაც, პრემიერას 16 მილიონზე მეტმა ადამიანმა უყურა.