რა არის BNPL — "იყიდე ახლა, გადაიხადე მერე" ტიპის ბარათი?
როცა გეუბნებიან, რომ შეგიძლია იყიდო ახლა და გადაიხადო მერე, პირველი, რაზეც ვფიქრობთ, დაფარული ხარჯია — საკომისიო, დამატებითი გადასახადი, ბანკის ინტერესი და ა.შ. სინამდვილეში კი მსგავსი სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე საკმაოდ დიდი ხანია წარმატებით მუშაობს და მის უკან არაფერიც არ იმალება. ახლა კი უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია იყიდოს ახლა, და ყოველგვარი დაფარული ხარჯების გარეშე, გადაიხადოს მერე. სწორედ ამ ტიპის მომსახურებას სთავაზობს რე|ბანკი მომხმარებლებს უნიკალური ბარათით ტოპ|ქარდი.
BNPL სისტემა მსოფლიო პრაქტიკაში
"იყიდე ახლა, გადაიხადე მერე" მსოფლიოში BNPL-ის (Buy Now, Pay Later) სახელითაა ცნობილი. ამ პრინციპით თვიდან თვემდე სულ უფრო მეტი ადამიანი შოპინგობს, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ. აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი, ნორვეგია, ჰოლანდია, ფინეთი — ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც BNPL სულ უფრო პოპულარული ხდება.
თუ 2019-ში მისი წილი აშშ-ში რამდენიმე მილიარდი იყო, 2020-ში ის 1200%-ით გაიზარდა: Worldpay-ს ინფორმაციით, ecommerce ტრანზაქციებში BNPL-ის წილი 97 მლრდ დოლარია, რაც წინასწარი პროგნოზით, 2024 წლისთვის გაორმაგდება.
რა არის BNPL?
პრინციპი ძალიან მარტივია და თან გამჭვირვალე. ყიდულობ რასაც გინდა და შენი ხარჯები რამდენიმე თვეზე ნაწილდება. მაგ.: ვყიდულობთ 200-ლარიან ნივთს, რომლის ღირებულებაც 4 თვეზე იყოფა და შესაბამისად თვეში მხოლოდ 50 ლარს ვიხდით. თუმცა როცა ვამბობთ, რომ არაფერი გემატება, ბუნებრივია ჩნდება კითხვა — სადაა კომპანიის ინტერესი? სწორი კითხვაა, ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის, რომ მატერიალური მოგება არ ადარდებდეს.
ტრადიციული განვადების შემთხვევაში, საკომისიოს თავად იხდი, BNPL-ის შემთხვევაში, მას ის პარტნიორი კომპანია ფარავს, სადაც ბარათით გადაიხდი. შესაბამისად, ბანკი ამ საკომისიოს მაინც იღებს, იმ განსხვავებით, რომ მას შენ ნაცვლად, პარტნიორი კომპანია უხდის. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ამის გამო ნივთი/მომსახურება თავიდანვე გააძვიროს პარტნიორმა კონკრეტული მომხმარებლისთვის. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ამის სანაცვლოდ პარტნიორს აქვს, კონკრეტული ვადების დაცვაა. უფრო მეტიც, როგორც კი ერთ ვალდებულებას დაფარავ, შეგიძლია მეორე სურვილის ასრულებაზე გადახვიდე.
თუ რაიმე მიზეზის გამო ვადის დაგრძელება დაგჭირდება, BNPL ბარათი ამ არჩევანსაც გაძლევს — ამ შემთხვევაში პროცენტის გადახდა უკვე საჭირო იქნება.
პირველი BNPL ბარათი საქართველოში
რე|ბანკი პირველი ბანკია საქართველოში, რომელმაც მომხმარებელ BNPL პროდუქტი — ტოპ|ქარდი შესთავაზა. ესაა შოპინგ ბარათი, რომელზეც წინასწარ იმტკიცებ 10 000 ლარამდე თანხას და იხდი სადაც გინდა, მთავარია, რეკომენდებული ვადები დაიცვა.
ეს ვადები კი საკმაოდ მოქნილია, რადგან ყველგან ფიქსირებული, რამდენიმე თვის ნაცვლად, მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, ხარჯი 2-დან 12 თვემდე გაანაწილოს (სხვადასხვა პარტნიორთან სხვადასხვა ვადაა). ეს კიდევ უფრო მარტივს ხდის ჩვენი ბარათით შოპინგსაც და ხარჯების დაფარვასაც. ტოპ|ქარდით ყველაფერი შენს ხელშია, შეგიძლია აისრულო ნებისმიერი სურვილი, დაფარო და ისევ დახარჯო.
რე|ბანკს უკვე 2 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525
მთავარია ერთი რამ არ დაგავიწყდეს — არასოდეს უნდა დახარჯო იმაზე მეტი, რასაც იცი, რომ ვერ გადაიხდი. ამ პრინციპს თუ დაიცავ და გონივრულად დახარჯავ, ყველა მხარე კმაყოფილი და მოგებული დარჩება, ყველაზე მეტად კი — შენ.
ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ან რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში.
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვასტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები