შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი რამდენიმე საათის წინ საბურთალოზე, ზაზა ფანასკენტელ-ციციშვილის ქუჩიდან საცხოვრებელ ეზოში, დაახლოებით ხუთი მეტრის სიმაღლიდან, გადავარდა და ამოტრიალდა. ფოტოზე, რომელიც, სავარაუდოდ, ადგილობრივმა ფეისბუკით გაავრცელა, ჩანს, რომ დაზიანებულია ეზოში მდგომი ერთი ავტომობილი და მომძვრალია გზის ჯებირიც, რომლიდანაც შსს-ს ავტომობილი გადმოვარდა.

შსს-ს პრესსამსახურში ამბობენ, რომ დაახლოებით ხუთი მეტრიდან მათი ავტომობილის გადმოვარდნისა და ამოტრიალების დროს არავინ დაზიანებულა, მათ შორის მძღოლიც. ამ მიზეზით, გამოძიება ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსით დაიწყო, თუმცა, ამ ეტაპზე კონკრეტული მუხლი უცნობია.