პიერა დეტასისი: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი XXI საუკუნის გამორჩეული რეჟისორები არიან
იტალიელი კინოკრიტიკოსი და ჟურნალისტი პიერა დეტასისი, რომელსაც 2015 წელს იტალიური ჟურნალისტიკის უმაღლესი ჯილდო Premiolino აქვს მიღებული, რომის კინოფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორია, ამავდროულად კი ლოკარნოსა და ნიუ-იორკის ფესტივალებზე იტალიურ კინოს წარადგენს.
2001 წელს ის ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის წევრიც იყო, გამოცემული აქვს სამი წიგნი და ტავოლარას ფესტივალზე "იტალიური ღამეების" ორგანიზატორია.
პიერა დეტასისს On.ge დაუკავშირდა და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმზე ესაუბრა.
ჩვენთან საუბრისას დეტასისი, რომელმაც ფილმს ბერლინის კინოფესტივალზე ნახა, ამბობს, რომ ერთი შეხედვით ლოკალური ამბავი, რაც საქართველოში ხდება, სინამდვილეში საერთაშორისოა და ჩემი ბედნიერი ოჯახი მსოფლიო დონის ნამუშევარია.
"სრულიად შემთხვევით მოვხვდი ფილმზე, თავისუფალი დრო მქონდა. იმ დღეს დასვენებას ვგეგმავდი, დიდი ხნის უნახავი მეგობართან ერთად უნდა გამესეირნა ბერლინში. აკრედიტაციაც სახლში დავტოვე, მეგობარმა დამირეკა და შეხვედრის ადგილი დამითქვა, რომ მოვიდა ორი ბილეთი დამახვედრა და მითხრა, რომ წესით კარგ ფილმს ვნახავდით. ეს არ იყო "წესით კარგი ფილმი" ეს იყო ფილმი, რომელმაც გაოგნებული დამტოვა და ბედნიერი ვარ, რომ სწორ დროს, სწორ ადგილზე მოვხვდი და თანაც სწორი მეგობრის ნახვა დავაპირე", - ამბობს დეტასისი.
როგორც პიერა ამბობს, მერაბ ნინიძე აქამდეც ჰყავდა ნანახი ფილმში Nowhere in Africa, მაგრამ არ იცნობდა ია შუღლიაშვილს, რომელმაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
"ია და მერაბი არაჩვეულებრივად ასრულებენ თავიანთ როლებს. მერაბზე ვიცოდი, რომ კარგი მსახიობი იყო, მაგრამ არაფერი ვიცოდი იას შესახებ, რომელიც ერთდროულად მახსენებდა კატრინ დენევისა და ფანი არდანის თამაშს, ის ერთდროულად არის ტრაგიკულიც და ამავდროულად არ კარგავს იუმორის გრძნობას. გული მწყდება, რომ მის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა", - გვითხრა დეტასისმა.
ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს იტალიელი კინოკრიტიკოსი ოცდამეერთე საუკუნის გამორჩეულ რეჟისორებს უწოდებს.
"უდავოა, რომ ძალიან ბევრი კარგი რეჟისორი გვყავს, მათ შორის კი არიან გამორჩეულებიც. სწორედ ასეთები არიან ნანა და სიმონი, რომლებიც, ჩემი რწმენით, ოცდამეერთე საუკუნის ახალი და გამორჩეულად საინტერესო რეჟისორები არიან. ჩემი დიდი პატივისცემა მათ", - უთხრა On.ge-ს პიერამ.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი ნათლად აჩვენებს იმას, თუ როგორი წნეხის ქვეშ ვართ ჩვენ, ქალები, მუდმივი ბრძოლის რეჟიმში, იქნება ეს სამსახური თუ სახლი, კინოთეატრი თუ კაფე. ცხოვრება ჩვენთვის ომია, ამ ომს კი პატრიარქალურ სამყაროში ბევრი ქალი ეწირება, ამის მსხვერპლია მთავარი გმირიც, რომელსაც არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ გაიქცეს", - ამბობს პიერა.
აღსანიშნავია, რომ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ახალი ფილმი ჩემი ბედნიერი ოჯახი ცოტა ხნის წინ, იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ფილმს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისა და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების პრიზების გარდა ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს ზეთისხილის ხე, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გადაეცა, მანამდე კი The New York Times-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა ახალ რეჟისორს შორის დაასახელა, რომელთა ფილმებსაც აუცილებლად უნდა უყუროთ.
ჩემი ბედნიერი ოჯახი თითქმის ყველა ფესტივალმა წლის აღმოჩენად დაასახელა. წერდნენ, რომ ეს ინტელექტუალური და საინტერესო ფილმია, რომელშიც ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს მანანას [მთავარი პერსონაჟის] ცხოვრების დეტალების გადმოცემა და მოგვითხრეს, რას ნიშნავს და რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ოჯახში სიყვარულიც და კამათიც თანაბრად არის, გულის ტკივილისგან კი ახალი შესაძლებლობები იბადება.
წაიკითხეთ ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუ ნანა ექვთიმიშვილთან.
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი მამუკა ხაზარაძე: რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე — ან ევროპა ან რუსეთი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
-
გადახედვააზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია აზერბაიჯანი ევროკავშირისა და აშშ-ის სომხეთთან დაგეგმილი შეხვედრის გამო აღშფოთებულია
კომენტარები