მაშოვერსი უკრაინისთვის – NFT ნამუშევრებით შემოსული თანხა უკრაინას მოხმარდება
რა არის MASHOVERSE? - რა და, მაშო მარგიშვილის მიერ შექმნილი ვირტუალური სივრცე, რომელიც ამ ჯადოსნური სამყაროს სხვადასხვა პერსონაჟების NFT პროექტებსა და სამომავლოდ, მეტავერსში არსებულ თამაშს აერთიანებს.
მაშოვერსის არაერთ პროექტს მისი სოციალური შინაარსობრივი დატვირთვა ხდის გამორჩეულს.
პატარა და მშრომელი გუნდი MASHOVERSE-ის ამჟამინდელ შემოქმედებით სამეგობროსთან ერთად, ყოველთვის ცდილობს, გვერდით დაუდგეს გარემოს, ადამიანებს, თემსა თუ მიზნებს, საჭიროების შესაბამისად.
ამ ეტაპზე მისი მშვენიერება მაშოვერსი NFT სივრცეში წარმოდგენილია ქვაჭამიების პერსონაჟებითა და ვიზუალური ნამუშევრებით. ყველაზე მსხვილი, 6000-ანი, პროგრამის დახმარებით შექმნილი ქვაჭამიების კოლექციის გაშვებას აპრილის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა უკრაინაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, მაშოვერსის გუნდს დაანახა, რომ - ჯერ ერთი "დიდება უკრაინას", და მეორეც, - აუცილებელია საქველმოქმედო აქციის ორგანიზება ჩვენი მამაცი და მებრძოლი მეგობრებისთვის. სწორედ ასე შეიქმნა MASHOVERSE 4 UKRAINE - მაშოვერსი უკრაინისთვის.
საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მაშო სხვა ქართველ თუ უცხოელ ხელოვანებთან ერთად, 5 მარტიდან - 5 აპრილის ჩათვლით, შექმნის NFT სერიას, რომელთა დადებითი გზავნილები გაზრდის ცოდნას, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. გამოგზავნილი ნამუშევრები ოფიციალური წესების მიხედვით განიხილება და RMRK-ის გუნდის დახმარებით Singular-ზე განთავსდება. რა თქმა უნდა, შემოწირულობები გადაირიცხება უკრაინაში.
ნამუშევრები შეიძლება იყოს როგორც კონკრეტულ, ისე თავისუფალ თემაზე.
ახალი NFT-ების ატვირთვა პლატფორმაზე ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება. აუცილებლად ნახავთ ცნობილი ქართველი არტისტების ნამუშევრებსაც.
კამპანია აქტიურ მარკეტინგულ ჩართულობას გეგმავს, რაშიც თავად Singular-ის დამფუძნებლებიც არიან ჩართულები. მიზანი, რაც შეიძლება მეტი რესურსის შეგროვებაა. შემოსული თანხა ავტომატურად გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაცია CARE-ის უკრაინისთვის განკუთნილ ელექტრონულ საფულეში.
MASHOVERSE-ის ქვაჭამიებისა და სხვა ნამუშევრების ნახვა ამ ლინკის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ფოტო: MASHOVERSE
პროექტის ორგანიზატორები ამბობენ: "ჩვენ ვართ ქვაჭამიები და შემოქმედებითი ადამიანები მაშოვერსიდან, რომლებიც, სხვა ხელოვანებთან ერთად, უკრაინის თითოეული ქვისა თუ კენჭის გადასარჩენად ვიბრძოლებთ!".
მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ MASHOVERSE-ის ვებგვერდს ეწვიოთ.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
კომენტარები