კულტურის მინისტრის ბინაში რეგისტრირებულ კომპანიას სახელმწიფოს ვალი ჯერ არ გადაუხდია
კომპანიას, რომელიც დღემდე კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, ბინაშია რეგისტრირებული, მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფოს ვალი აქვს. ვალის დაფარვისთვის განსაზღვრული ვადა 2017 წლის პირველ იანვარს ამოიწურა. ის 1 189 722 ლარს შეადგენს.
ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელმაც 2016 წლის 9 დეკემბერს, საზოგადოებას გააცნო კვლევა მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით.
საიას ინფორმაციით, 2005 წელს სახელმწიფოსა და შპს International Event-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ინტერნეიშენალ ივენთს, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით აქვს გადაცემული.
"2014 წლამდე International Event-ის მეწილეები იყვნენ კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მისი მოადგილე კახი კანდელაკი და საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე. კომპანიის იურიდიულ მისამართს დღემდე მიხეილ გიორგაძის საკუთრებაში არსებული ბინა, თბილისში, გაბაშვილის ქ. #1 წარმოადგენს" - აცხადებს საია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, 2016 წლის 20 დეკემბერს, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ წერილობით მიმართა შპს ინტერნეიშენალ ივენთს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემდეგი ვალდებულებების შესრულება მოითხოვა:
- მართვის საზღაურის გადახდა - 800,120 ლარი (2010 წლიდან დღემდე);
- საკონცერტო დარბაზის მოსაწყობად განსაზღვრული ინვესტიციის ვადის გადაცილებით შესრულების პირგასამტეხლო - 10,102 ლარი;
- საკონცერტო დარბაზის ვადაგადაცილებით გახსნის პირგასამტეხლო - 189,750 ლარი;
- ინფორმაციის წარუდგენლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო - 189,750 ლარი;
- ჩატარებული საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების ამსახველი ინფორმაცია;
- საექსპერტო-აუდიტორიული დასკვნის წარდგენა.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეიშენალ ივენთს, ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადად 2017 წლის 1 იანვარი განესაზღვრა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულები არ შეუსრულებია.
კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ, საიას ბრალდებას 2016 წლის დეკემბერში უპასუხა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ბინაში 10 წელზე მეტია არ ცხოვრობს რეგისტრაციის გაუქმებას აპირებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფოსგან ითხოვს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, რომლის უფლებამოსილებასაც ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებები ანიჭებს. საია ქონების ეროვნულ სააგენტოსგან კი ითხოვს, რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება.
როგორც კულტურის სამინისტროში განგვიცხადეს, მიხეილ გიორგაძე აღნიშნულ ბინაში რეგისტრაციას, ორშაბათს, 24 აპრილს, გააუქმებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები