უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტს - CEU-ს დახურვა ან რამენარი საფრთხე არ ემუქრება და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

უნგრეთის პრემიერის ვიზიტის პარალელურად, თბილისში, ქორთიარდ მარიოტთან 12 საათიდან აქცია იმართება.

უნგრეთის ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით მიიღო ახალი კანონი, რომელიც ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტს დახურვას, ან სხვა ქვეყანაში გადასვლას აიძულებს. ვიქტორ ორბანი ჯორჯ სოროსისა და მისი ფონდი ღია საზოგადოების წინააღმდეგია.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი 1991 წელს, კომუნიზმის კოლაფსის შემდეგ, ბუდაპეშტში დაარსდა. ამჟამად უნივერსიტეტში 1 400-მდე სტუდენტი სწავლობს.