ომი უკრაინაში "კატასტროფულად იმოქმედებს მსოფლიოს საკვებ მარაგზე" — BBC
უკრაინის ომს საკვების გლობალურ მარაგებსა და ღირებულებაზე შოკისმომგვრელი ეფექტები ექნება — აცხადებს სასუქის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი.
კომპანია Yara International, რომელიც 60-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, სასუქის წარმოებისთვის აუცილებელი ნედლეულის მნიშვნელოვან წილს რუსეთიდან ყიდულობს.
სასუქის ფასები გაზის საბითუმო ფასების გაზრდის გამო უკვე ისედაც მაღალი იყო. Yara-ს უფროსი, სვეინ ტორ ჰოლსეთერი გვაფრთხილებს, რომ ვითარება შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. "სიტუაცია საათობრივად იცვლება", — განუცხადა მან BBC-ის, — "ჩვენ უკვე ომამდეც რთულ სიტუაციაში ვიყავით... და ახლა ეს დამატებით აფერხებს პროდუქციის მიწოდების პროცესს. არადა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან სეზონის ვუახლოვდებით: ეს ის დროა, როცა დიდი რაოდენობით სასუქი უნდა ტრანსპორტირდეს".
რუსეთი, ამასთან, ძალიან დიდი რაოდენობით აწარმოებს სასუქების ძირითად ინგრედიენტებს —კალიუმსა და ფოსფატს, რომლებიც მცენარეებისა და მარცვლეული კულტურების ზრდას უწყობს ხელს. "მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი საკვებს სასუქების შედეგად იღებს... და თუ მიწა ვერ განაყოფიერდება, მოსავლიანობა 50%-ით შემცირდება", — აღნიშნავს ჰოლსეთერი, — "ჩემთვის კითხვა ის კი არ არის, დაიწყება თუ არა გლობალური სასურსათო კრიზისი, არამედ ის, თუ რამდენად დიდი იქნება ეს კრიზისი".
მისი კომპანია უკვე დააზარალა კონფლიქტმა, როდესაც კიევში არსებულ მის ოფისს რაკეტა მოხვდა. საბედნიეროდ, თერთმეტივე თანამშრომელი უვნებლად გადარჩა.
ნორვეგიაში დაფუძნებულ კომპანიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირდაპირ არ ეხება, თუმცა მათ შედეგებთან გამკლავება მაინც უწევს. ტრანსპორტირების ინდუსტრიაში შეფერხების გამო პროდუქტის მიწოდების პროცესი საგრძნობლად გართულდა.
ამასთან, რუსეთის მთავრობამ თავის მწარმოებლებს სასუქების ექსპორტის შეჩერებისაკენ მოუწოდა. არადა, ევროპაში საკვების წარმოებაში გამოყენებული ძირითადი ნუტრიენტების დაახლოებით მეოთხედი რუსეთიდან მოდის. "ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ამ მომენტისთვის შეგვიძლია, რათა სხვა წყაროები მოვიძიოთ. მაგრამ ასეთ მცირე ვადებში შეზღუდულნი ვართ", — ამბობს ჰოლსეთერი
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ სასუქების ექსპორტის შეჩერება ფერმერებისთვის ხარჯებს გაზრდის და მოსავალს შეამცირებს. ამან საკვებზე ფასები კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაზარდოს.
მოსალოდნელი კრიზისის პროგნოზირებისას ნუტრიენტების გარდა სხვა ფაქტორებიც გასათვალისწინებელია.
აზოტის სასუქის მთავარი ინგრედიენტის — ამიაკის წარმოებისთვის დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირია საჭირო. Yara International-ის ევროპული ქარხნები კი რუსული გაზის დიდ რაოდენობას მოიხმარს. გასულ წელს გაზის საბითუმო ფასის ზრდის გამო კომპანია იძულებული გახდა, ევროპაში თავისი წარმოების დაახლოებით 40% დროებით შეეჩერებინა. მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მოუხდათ სხვა მწარმოებლებსაც.
გასულ წელს სასუქების ფასების დიდი ცვლილება, რამაც სურსათზე ფასები გაზარდა, ტრანსპორტირების მაღალ ტარიფებთან ერთად, ბელარუსის (კალიუმის კიდევ ერთი მთავარი მიმწოდებელი) სანქციებმა და ექსტრემალურმა ამინდმა გამოიწვია.
კომპანია განმარტავს, რომ სამომავლო შეფერხებებზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ "ძალიან დიდი ვალდებულება" აკისრია, გააგრძელოს წარმოება თუნდაც ყველაზე კრიტიკულ დროს.
Yara-ს დირექტორი ამბობს, რომ გლობალური საკვების წარმოებაში მსოფლიომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. "ერთის მხრივ, ჩვენ ვცდილობთ, დაუბრკოლებლად მივაწოდოთ სასუქი ფერმერებს, რათა სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა შევინარჩუნოთ. ამავდროულად... ჩვენი რეაქცია მკაცრი უნდა იყოს — ჩვენ ვგმობთ რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში. ამგვარად, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ერთგვარი დილემაა და — ძალიან რთულიც".
ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე კლიმატის ცვლილება და მსოფლიო მოსახლეობის ზრდა უკვე უქმნიდა პრობლემებს საკვების წარმოების გლობალურ სისტემას. ამიტომ უცნაური არაა, რომ Yara International-ის აღმასრულებელი დირექტორი ომს "კატასტროფას კატასტროფაზე-ს" უწოდებს. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დაუცველია დარტყმებისგან გლობალური საკვების მიწოდების ჯაჭვი.
"ეს გაზრდის სასურსათო დაუცველობას ღარიბ ქვეყნებში", — დასძენს ის, — "უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 100 მილიონით გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც მშიერი იძინებს... ამ ყველაფრის ფონზე მოსალოდნელი შედეგები ნამდვილად შემაშფოთებელია".
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები