წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის ბრიტანეთიც აკრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"უკრაინაში უკანონო შეჭრის შემდეგ, პუტინის რეჟიმს მორიგი ეკონომიკურ დარტყმა მიადგება, ჩვენი მკაცრი საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების საფუძველზე ბრიტანეთი წლის ბოლომდე ჩამოშორდება რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას", — წერს ის.

დღეს აშშ-მ რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისაუბრა. აკრძალავა რუსულ ნავთობს, თხევად ბუნებრივ გაზსა და ნახშირს შეეხება. ბაიდენის თქმით, ამ ნაბიჯით ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის მმართველობას.

დამატებითი ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებად რეჟიმში შეგიძლიათ ნახოთ აქ:

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში