ოსკაროსანი რეჟისორი კლინტ ისტვუდი ახალი ფილმისთვის მზადებას იწყებს. დრამა ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული წიგნის The 15:17 To Paris: The True Story Of A Terrorist, A Train, And Three American Heroes ეკრანიზაცია იქნება.

წიგნს ოთხი ავტორი ჰყავს - ენტონი სადლერი, ელიკ სკარლეტოსი, სპენსერ სტოუნი და ჯეფრი სტერნი, რომლებიც ამ ამბის თვითმხილველები და მონაწილეები იყვნენ.

სიუჟეტის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოში, ISIS-ის ტერორისტები მატარებელზე რეისით 9364 ბრიუსელიდან პარიზის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ, მათი მთავარი მიზანი პარიზში ჩასვლა იყო და იმ შემთხვევაში თუ ისინი ამას მოახერხებდნენ, სავარაუდოდ 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა. თუმცა სამმა ამერიკელმა, რომლებიც ამავე მატარებელში ისხდნენ, მათი შეჩერება შეძლო.