პედიატრიული მომსახურება — თოდუას კლინიკის ახალი მიმართულება
სულ ახლახან ვერაზე თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი გაიხსნა. ის უახლესი აპარატურითა და ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და პაციენტებს დიაგნოსტიკის მრავალფეროვან საშუალებებსა და სრულ ამბულატორიულ მომსახურებას სთავაზობს. ამასთან ერთად, თოდუას კლინიკის ამ ფილიალში ნაცნობი სერვისების გარდა, ახალი, პედიატრიული მომსახურებაც იქნება ხელმისაწვდომი.
რა დახვდებათ აქ მოსულ ბავშვებსა და მშობლებს, რა უპირატესობა აქვს ახალ განყოფილებას და რამდენად სრულად მოიცავს ის პედიატრიულ სერვისებს — ამ საკითხებზე თოდუას კლინიკის პედიატრი, თეა აბჟანდაძე საუბრობს.
რა მომსახურებებს მოიცავს თოდუას კლინიკის პედიატრიული განყოფილება?
თოდუას კლინიკის ახალ ფილიალში 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების სრული ამბულატორიული მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. კლინიკა აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე სადიაგნოსტიკო საშუალებებით, რომელთა დახმარებითაც შესაძლებლობა გვაქვს ბავშვის ჯანმრთელობის სრული მონიტორინგი უზრუნველვყოთ, უმოკლეს დროში და დეტალურად გამოვიკვლიოთ ნებისმიერ პრობლემა თუ დაავადება, მაღალი სიზუსტით დავსვათ დიაგნოზი და, შესაბამისად, სწორად დავგეგმოთ მკურნალობა.
ამასთან ერთად, მთელი ამ პროცესისთვის გამოყოფილია ცალკე სივრცე, სადაც ბავშვებისა და მშობლებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ნაკლებსტრესული გარემოა შექმნილი.
თოდუას კლინიკაში მოქმედებს Check Up პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტებს ჯანმრთელობის აუცილებელი პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარონ და, დაავადების არსებობის შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე აღმოაჩინონ ის. რამდენად იმოქმედებს მსგავსი პროგრამა ბავშვებისთვის?
თოდუას კლინიკაში Check Up პროგრამა ახლა უკვე ბავშვებისთვისაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც მშობლებს შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო მარტივად ადევნონ თვალი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ პროგრამის ფარგლებში, ბავშვები გაივლიან ზოგად სამედიცინო შემოწმებას, რუტინულად ჩაუტარდებათ სისხლის, შარდის, განავლის ანალიზები, დიაბეტის სკრინინგი, ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა, მუცლის ღრუს ექოსკოპია, განვსაზღვრავთ მიკროელემენტებს სისხლში, D ვიტამინის, კალციუმის დონეებს და ა.შ. კვლევის შედეგები კი დაგვეხმარება დროულად შევამჩნიოთ, თუკი სადმე ნორმის დარღვევაა და მალევე მოვახდინოთ რეაგირება.
ჯანმრთელობის მუდმივი მონიტორინგის მნიშვნელობა, კიდევ უფრო იზრდება, როცა საქმე ბავშვებს ეხებათ? რატომ არის აუცილებელი მათ ზრდა-განვითარებაზე მუდმივი დაკვირვება?
ბავშვები მოზრდილებისგან მთელი რიგი თავისებურებებით განსხვავდებიან. ისინი გარემოსთან ადაპტაციას გადიან, ახასიათებთ ზრდა-განვითარების სწრაფი ტემპი, მეტად სჭირდებათ მინერალები და ვიტამინები, სპეციალური კვება, მათი იმუნური სისტემაც შედარებით უმწიფარია. სწორედ ამ მიზეზები გამო, ბავშვების ზრდა-განვითარებაზე დაკვირვება, მათი ჯანმრთელობის მონიტორინგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით, პირველი ორი წლის განმავლობაში.
მონიტორინგი შესაძლებლობას გვაძლევს თავიდანვე აღმოვაჩინოთ, თუკი ბავშვი რაიმე გენეტიკური დაავადების მატარებელია ან თუ აქვს რაიმე ისეთი პრობლემა, რამაც, შესაძლოა, მისი განვითარება შეაფერხოს. რაც უფრო მალე მოვახდენთ მსგავსი პრობლემების კორექციას, მით უფრო, მარტივად ავიცილებთ თავიდან გართულებებს.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში მშობლების ინფორმირება და შესაბამისი ცოდნით აღჭურვა?
მშობლებისთვის აუცილებელი ცოდნის მიწოდება სპეციალისტებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ვიზიტების დროს, მთელ რიგ საკითხებში მათ ინფორმირებაზე ვზრუნავთ. ვთქვათ, ვაწვდით ცოდნას იმუნიზაციის აუცილებლობაზე, კვების პრინციპებზე, ამა თუ იმ დაავადების ნიშნებზე. ვასწავლით, როგორ შეუქმნან შვილებს უსაფრთხო გარემო, როგორი უნდა იყოს მათი ძილის რეჟიმი და პირობები, რა ჰიგიენური წესები უნდა დაიცვან და ა.შ. ამით მშობლებიც ძლიერდებიან და თავადაც უფრო აქტიურად ერთვებიან შვილების ზრდა-განვითარების პროცესში.
თოდუას კლინიკის პედიატრიული მომსახურებით სარგებლობისათვის, ეწვიეთ მის ვერის ფილიალს იაკობ ნიკოლაძის 10 ნომერში.
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
კომენტარები