10 ცნობილი ნამუშევარი ზელენსკის ფილმოგრაფიიდან, რომელიც აქამდე არ იცოდი
ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკაში მოსვლამდე რომ წარმატებული მსახიობი და კომიკოსი იყო, ეს უკვე ყველასთვის ცნობილი ფაქტია. გარდა იმისა, რომ უკრაინის მე-6 პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით ბევრი ადამიანის სიმპათია დაიმსახურა, ზელენსკი მანამდეც საკმაოდ ცნობილი მსახიობი იყო, რომელიც მაყურებელს გამორჩეულად უყვარდა.
ამ სტატიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ფილმოგრაფიიდან 10 ყველაზე ცნობილ ნამუშევარს წარმოგიდგენთ, რომელთა შესახებაც, შეიძლება, აქამდე არ გცოდნოდა. სტატიის წაკითხვის შემდეგ კი თავად შეგიძლია გადაწყვიტო, ზელენსკის მონაწილეობით რომელ ფილმსა თუ სატელევიზიო შოუს ნახავ.
1. სიყვარული დიდ ქალაქში
Кохання у великому місті (სიყვარული დიდ ქალაქში) პირველი ფილმია, რომელშიც ზელენსკიმ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. ფილმი რომანტიკული კომედიის ჟანრს მიეკუთვნება და ტელეეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა. სიყვარული დიდ ქალაქში სამი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომელთაგან ერთ-ერთის როლს ზელენსკი ასრულებს. მეგობრები აშშ-ში მიემგზავრებიან, რათა ჰედონისტური ცხოვრებით დატკბნენ. თუმცა მათი გეგმები მალევე ჩაიშლება და პერსონაჟების კომედიური ცხოვრებაც სწორედ მაშინ იწყება.
2. სამსახურებრივი რომანი — ჩვენი დრო
Службовий роман. Наш час (სამსახურებრივი რომანი — ჩვენი დრო) რუსული ფილმის, სახელად Служебный роман-ის, თანამედროვე ვერსიაა, რომელიც ზელენსკის მონაწილეობთ 2011 წელს გადაიღეს. ფილმი წარმატებული ქალის კარიერაზე მოგვითხრობს, რომელიც პირად ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. თუმცა ყველაფერი იცვლება, როცა ის ზელენსკის პერსონაჟ ანატოლის გაიცნობს.
3. სიყვარული დიდ ქალაქში 2
Кохання у великому місті 2 (სიყვარული დიდ ქალაქში 2) ფილმის პირველი ნაწილის გაგრძელებაა, რომელშიც ზელენსკი ისევ მთავარ პერსონაჟს განასახიერებს. რადგან პირველი ნაწილი პოპულარული აღმოჩნდა, სიყვარული დიდ ქალაქში 2-ის გადაღება 2010 წელს დაიწყეს და პრემიერაც მალევე შედგა. ამჯერად ზელენსკი უკვე მამის როლში გვევლინება და ფილმის მეორე ნაწილი ახალ კომედიურ სიტუაციებს გვთავაზობს.
4. რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ
Ржевський проти Наполеона (რჟევსკი ნაპოლეონის წინააღმდეგ) 2012 წლის კომედიური ფილმია, რომელშიც ზელენსკი ნაპოლეონის როლს თამაშობს. ფილმი იმ პერიოდის შესახებ მოგვითხრობს, როცა ნაპოლეონს მსოფლიოს დაპყრობა წარმატებით გამოსდის, მოსკოვი უკვე აიღო და ამჯერად სანქტ-პეტერბურგის დაკავება სურს. რუსმა დიპლომატებმა იციან, რომ ფრანგული ჯარის დამარცხებას ვერ შეძლებენ, ამიტომ ნაპოლეონის გასართობად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.
5. 8 პირველი პაემანი
8 перших побачень (8 პირველი პაემანი) კომედიური ჟანრის ფილმია, რომელიც 2012 წელს გადაიღეს. ფილმი ასეთი სიუჟეტით ვითარდება: ვერა და ზელენსკის პერსონაჟი ნიკიტა ერთ დილასაც საწოლში ერთად იღვიძებენ, თუმცა ერთმანეთს მხოლოდ წინა ღამეს შეხვდნენ. წყვილი გადაწყვეტს, რომ ეს შეცდომა იყო და ცხოვრება ძველებურად უნდა გააგრძელონ. თუმცა მეორე დღეს ისევ იგივე მეორდება და ფილმიც უფრო საინტერესო ხდება.
6. სიყვარული ვეგასში
სიყვარული ვეგასში რეალურად სიყვარული დიდ ქალაქში 3-ია, რომელშიც მთავარი გმირების ისტორია ისევ გრძელდება. ფილმში ზელენსკის პერსონაჟის ცოლი შვებულებაში მიდის და ქმარს ბავშვთან მარტო ტოვებს. მართალია, ზელენსკის პერსონაჟი ფიქრობს, რომ ბავშვის მოვლაში არაფერია რთული, მაგრამ წინ დიდი თავგადასავლები ელის.
7. პადინგტონი
ვოლოდიმირ ზელენსკი ცნობილი ანიმაციის, სახელად პადინგტონის, ორივე ნაწილს უკრაინულ ენაზე ახმოვანებს. ამ ვიდეოში კი ყველასთვის საყვარელი დათვის უკრაინული ვერსიას ზელენსკის ხმასთან ერთად თავად შეგიძლია მოუსმინო.
8. 8 ახალი პაემანი
8 нових побачень-ში (8 ახალი პაემანი) ის ისტორია გრძელდება, რომელიც 8 პირველ პაემანში დაიწყო. ვერა და ნიკიტა სამი წლის წინ დაქორწინდნენ. თუმცა ერთ-ერთი ჩხუბის დროს ერთმანეთს აზრებს უცვლიან იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს "ნორმალური კაცი" და "კარგი ცოლი". მეორე დილით ორივე პერსონაჟი თავის "იდეალურ ნახევართან" ერთად იღვიძებს. ნიკიტას ცოლი კარგი მზარეულია, ხოლო ვერას ქმარი მზრუნველი ბიზნესმენი.
9. მე, შენ, ის და ის
Я, ти, він, вона (მე, შენ, ის და ის) კომედიური ფილმია, რომელიც ტელეეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის რეჟისორი ვოლოდიმირ ზელენსკია და ამასთანავე, ის მთავარ როლსაც ასრულებს. ფილმი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც განქორწინებას გადაწყვეტს. თუმცა მალე მიხვდებიან, რომ ეს პროცესი არც ისე მარტივია და ყველაფერიც გეგმის მიხედვით არ მიდის.
10. და ბოლოს, ხალხის მსახური
Слуга народу (ხალხის მსახური) 2015 წლის კომედიური ტელესერიალია, რომელშიც ზელენსკი მთავარ როლს ასრულებს. ზელენსკის პერსონაჟი, რომელიც ისტორიის მასწავლებელია, მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება. ახალი პრეზიდენტი კორუფციის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას, თუმცა ამ გზაზე ბევრ წინააღმდეგობას გადააწყდება. საინტერესო ფაქტია, რომ ზელენსკის პარტიას სწორედ ხალხის მსახური ჰქვია. სერიალის ნახვა უკვე TV პირველზეა შესაძლებელი.
-
გადახედვაბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს ბეთჰოვენის დნმ-ში განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი არ გამოვლინდა — რას ნიშნავს ეს
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც მაშინ უნდა გააკეთო, როცა მოწყენილი ხარ
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაკალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის კალაძე მელიასა და გვარამიაზე: ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
კომენტარები