პარიზის ცენტრში ერთი პოლიციელი მოკლეს, კიდევ ორი - დაჭრეს. BBC-ის ცნობით, მოგვიანებით მოკლეს თავდამსხმელიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციელს თავდაპირველად ფეხებში ესროლა. მიმდინარეობს ანტი ტერორისტული გამოძიება. Champs Elysees-ს მთელი ტერიტორია ევაკუირებულია.

ვიზიტორების დიდი რაოდენობის გამო Champs Elysees ტერიტორია დიდი ხნის განმავლობაში აღიქმებოდა პოტენციურ სამიზნედ.